მას შემდეგ რაც „ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი გურამ ლომიძე და ივანა მელაი დაშორდნენ, დიდი დრო გავიდა. მომღერალს ახლა შეყვარებული ჰყავს და მისი რჩეული ეკატერინე ტუღუშია, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია.
იგი რჩეულს, გურამ ლომიძეს „ფეისბუკზე“ დაბადების დღეს ულოცავს:
„დაბადების დღეს გილოცავ! ყველაფერში ჩემიანი.
ძალიან ბევრი, დიდი თავგადასავლები გველოდება.
მიყვარხარ“, - წერს ეკატერინე ტუღუში.
ცნობისთვის, გურამ ლომიძეს და ივანა მელაის რამდენიმეწლიანი ქორწინება აკავშირებდა. გურამს წინა ორი ქორწინებიდან ასევე ჰყავს შვილები. მისი პირველი მეუღლე ხატია შამუგია გახლდათ, მეორე კი ამერიკელი ქალბატონი, რომელთანაც შვიდი წელი აკავშირებდა ქორწინება… მესამედ კი ივანა მელაიზე დაქორწინდა, თუმცა ეს ურთიერთობაც დასრულებულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ასტროლოგიური პროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 2026 წლის 23 აპრილისთვის?