მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში მას მეგობრები ემშვიდობებიან და უამრავ ემოციურ ამბავს იხსენებენ.
საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ გვერდწითელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მამუკა ონაშვილს ემშვიდობება.
„ძალიან ადრე წავიდა ...
საოცარი მომღერალი, მუდამ კეთილგანწყობილი და დიდი გულის საუკეთესო ადამიანი, მამუკა ონაშვილი.
დასრულდა კიდევ ერთი ლამაზი მუსიკალური ეპოქა, მამუკას სახით.
ძალიან დიდ ტკივილს განვიცდი .... თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს და სრულიად საქართველოს.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,
გვიყვარდეს ერთმანეთი.
თანაგრძნობით თამარ გვერდწითელი“, - წერს თამარ გვერდწითელი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 კადრები შემთხვევის ადგილიდან, სადაც მამუკა ონაშვილი ავარიაში მოჰყვა