ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
ლევან წულაძემ სამინისტროს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით 2 ოქტომბერს მიმართა, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება კი დღეს, 10 ოქტომბერს გამოიცა.
აღნიშნულ ამბავს სოციალურ ქსელში მსახიობი კოკო როინიშვილი გამოეხმაურა:
„ბატონო ლევან! ძალიან დიდი მადლობა, რომ შანსი მომეცით ძალიან, ძალიან კარგ თეატრში ვყოფილიყავი.
ბევრი ვისწავლე თქვენგან და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტს ვისწავლი იმიტომ, რომ ძალიან დიდი და მაგარი საქმე დაიწყეთ ისევ თავიდან და ვიცი, რომ თეატრი სახელოსნო 42 განწირულია ძალიან დიდი წარმატებისთვის!
წინ ბატონო ლევან ახალი საოცარი თავგადასავლებისკენ!“, - წერს კოკო როინიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„გიზიარებთ უახლეს მონაცემებს“ - რას წერს ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე
🎥 თეთრი სახლის წარმომადგენელმა ისრაელზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა