Digest Logo

„გიზიარებთ უახლეს მონაცემებს“ - რას წერს ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე

1696961745
ლაშა შაკულაშვილი

„ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკურმა ლიდერმა, ისმაილ ჰანიევმა, დაადასტურა რომ ომის დასრულებამდე - არავითარი საუბარი არ იქნება მძევლებთან დაკავშირებულ არანაირ თემაზე“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლაშა შაკულაშვილი წერს.

„გიზიარებთ უახლეს მონაცემებს ისრაელიდან. არავითარ ანალიტიკას მე აქ არ გთავაზობთ, მხოლოდ ფაქტებს:

- დღეს, 15:22 საათიდან, აქტიურად დაიწყო ცენტრალურ ისრაელზე სარაკეტო იერიში; მათ შორის - ჰერცელია, ხოლონი და თელ ავივის რამდენიმე ნაწილი. მთელი დღეა იერიში მიაქვთ სამხრეთის დასახლებებზე. სარაკეტო იერიშებს დღესაც მოჰყვა მსხვერპლი, კერძოდ დასავლეთ ნეგევის რეგიონში. სარაკეტო იერიშები შეეხო იერუსალიმსაც, სადაც დაჭრილებიც არიან;

- ჰამასის ტერორისტთა მიერ მოკლულ ადამიანთა რაოდენობა 1000-ს სცდება. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF)/ცაჰალის მიერ გათავისუფლებულ და სამხრეთ დასახლებებში ნაპოვნია უამრავი ადამიანის გვამი, რომელიც 7 ოქტომბერს მოკლეს. მხოლოდ ერთ დასახლებაში ნაპოვნია 100-ზე მეტი გვამი. ადამიანებს ესროდნენ, დანით და ნაღმებით კლავდნენ. ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი დაკარგულია;

- ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF)/ცაჰალის მიერ მოკლულია 1500-მდე ტერორისტი - ჰამასიდან და ჰეზბოლადან. სახელმწიფო უწყებები და მედია ჯერ კიდევ ადასტურებენ რომ ისრაელის ტერიტორიაზე შესაძლოა ისევ იმალებიან ტერორისტები;

- ისრაელის სახელმწიფომ ოფიციალურად გააფრთხილა ოფიციალური ქაირო, რომ ღაზას სექტორში რაიმე სახის მიწოდების ან გადაადგილების შემთხვევაში - დარტყმებს მომენტალურად მიიტანს;

- ისრაელის საჰარეო სივრცის დარღვევა სცადეს როგორც ღაზას - ისე ლიბანის ტერიტორიიდან, რაზედაც ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF)/ცაჰალი განცხადებას მალე გააკეთებს. ლიბანის საზღვარზე დაიღუპა ცაჰალის 2 ჯარისკაციც;

- ისრაელს აქტიური იერიში მიაქვს ღაზას სექტორში ჰამასის პარტიულ თუ საიდუმლო ბუნაგებზე. მოკლულია მათი უამრავი ტერორისტი და მაღალი რანგის რამდენიმე პირი;

- ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკურმა ლიდერმა, ისმაილ ჰანიევმა, დაადასტურა რომ ომის დასრულებამდე - არავითარი საუბარი არ იქნება მძევლებთან დაკავშირებულ არანაირ თემაზე; ჰამასმა ასევე დაადასტურა რომ ელიან ჰეზბოლას ჩართულობას;

- ისრაელს უცხოური პრესის წარმომადგენლები ჩაჰყავს იმ დასახლებებში, სადაც ამ წუთებშიც კი გრძელდება მხეცურად მოკლულ ადამიანთა გვამების პოვნა, რათა სამყარომ იქნებ და დაინახოს რა მასშტაბის თავდასხმაზეა საუბარი.

ბოლოს ... მხოლოდ ერთ დასახლებაში, ქფარ აზაში, ნაპოვნია 40 ჩვილის დასახიჩრებული გვამი, რამდენიმეს თავი აქვს მოკვეთილი“, - წერს ლაშა შაკულაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 თეთრი სახლის წარმომადგენელმა ისრაელზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა

ნანუკა ჟორჟოლიანის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა - ჟურნალისტი დათუნა სულიკაშვილის კაბაში პოზირებს

„ბუმბერაზი, უსასრულო და ნამდვილი მოხევე ვაჟკაცი...“ - პოეტი თამაზ ქუშაშვილი გარდაიცვალა