პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში კრისტინა აგილერასთან ერთობლივი შესრულების კადრებს გვიზიარებს და საკუთარ შთაბეჭდილებებზე საუბრობს.
მან საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები იმყოფებოდნენ:
„ალბათ, 15 წლის ვიქნებოდი, როდესაც ეს სიმღერა პირველად მოვისმინე. სიტყვებმა, რომლებიც ახალგაზრდა პოპვარსკვლავმა წარმოთქვა, მუსიკის ჰანგებთან და ვიზუალთან ერთად, რაც მოვისმინე და ვნახე, აღმაფრთოვანა.
„შენ ხარ ლამაზი, იმის მიუხედავად, ვინ რას გეუბნება“. ამან ნამდვილად შეცვალა სილამაზის ჩემეული აღქმა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ისაა, რომ გავაცნობიერე თავდაჯერების მნიშვნელობა და იმის მიღება, თუ ვინ ხარ, ნაკლებად მნიშვნელოვანი კი ისაა, სხვები რას ამბობენ... ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა ჩემთვის და სხვა თინეიჯერებისთვის მთელ მსოფლიოში.
დიდი მადლობა კრისტინა აგილერას. ძალიან დიდი პატივი იყო ამ სიმღერის შესრულება საქველმოქმედო საღამოზე და ცოტა ბედნიერების შეტანა ჩემი თინეიჯერობის ფერებიდან ამ შესანიშნავ სიმღერაში...“, - წერს ხატია ბუნიათიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ტრაგედია აჭარაში - გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა