ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„მეგობრობა - ეს არის სასიამოვნო პასუხისმგებლობის ნებაყოფლობითი არჩევა.
ეს სიყვარულის ნაირსახეობაა, რომელიც ერთად ყოფნის სიხარულს, უშურველობასა და უპირობო თანადგომას გულისხმობს - რუსთველი ასე ამბობს.
მეგობრობა ერთგულებისა და სულიერი სინერგიის ყოველდღიური გამოცდაც არის.
მისი წარმატებით ჩაბარება მიზეზსაც ეფუძნება და უმიზეზობასაც - ყოველნაირ გამოწვევაზე ნამდვილ მეგობარს ერთადერთი პასუხი აქვს: „მე გვერდით ვარ".
სწორედ ამიტომ მეგობრობა ერთად ყოფნის ხელოვნებაა.
ეს ცნება შეგიძლია ახსნა და შეგიძლია არც ახსნა - მისი ყოველი კონკრეტული გამოვლინება თვითონ ლაპარაკობს თავის თავზე - ლაკონიურად და გასაგებად.
იყო კარგი მეგობარი - წუთისოფელთან ერთად მარადისობასთან დიალოგის ერთ-ერთი გზაა.
ამ გზაზე გონიერი, ძლიერი და კეთილი ადამიანები დადიან.
მოიკითხე შენი მეგობრები - ისინი შესაძლოა სწორედ ახლა შენი გულის კიბეზე ამოდიან“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩნდება იდეა, რომელიც მომავალში მატერიალურ სარგებელს მოგიტანთ...“ - 12 ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი