ძიუდოს ტურნირზე, ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა.
ქართველმა თანაბარ ორთაბრძოლაში ვაზარი გაუშვა და რინერომა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ორთბარძოლის დასრულების შემდეგ, ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის მცირე კონფლიქტი წარმოიშვა, რის გამოც გურამ თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო.
აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე და სტატუსს აქვეყნებს.
„ძალიან კარგად მოიქცა თუშიშვილი წიხლი რომ უთავაზა იმ დოყლეს.
უნამუსო ფრანგი.
მოიგო და კიდე იქით მიაყენა შეურაცხყოფა ჩვენს სპორტსმენს“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: