Digest Logo

🎥 „ძალიან კარგი იქნება, საქართველოშიც თუ გაგვიხარდება ამ მასშტაბის წარმატება“ - რას წერს მანუ მურღულიას მამიდა „ნიკოს ბენდის“ შესახებ

1705992165
მანო მურღულია

იტალიის ერთ-ერთ ტელევიზიაში ქართულ მუსიკალურ ჯგუფზე „ნიკოს ბენდი“ სიუჟეტი მოამზადეს, სადაც დადებით კონტექსტში განიხილეს მათი ყველაზე პოპულარული სიმღერა „ქართული დისკო“.

აღნიშნულ ამბავს, სოციალურ ქსელში ბენდის ერთ-ერთი წევრის, ტელეწამყვან მანუ მურღულიას მამიდა გამოეხმაურა და შემოქმედებით გუნდს წარმატება მიულოცა.

„იტალიური ტელევიზია „ქართული დისკოს” შესახებ, რა თქმა უნდა, დადებით კონტექსტში.

მანო მურღულიას ნიშნავენ იტალიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და ამაყობენ იმით, რომ ქართველები ასე დადებითად მოიხსენიეს.

მარტო ჩვენ შეგვიძლია ალბათ, იუმორისტული სიმღერა ისე შევასრულოთ, რომ საზღვრებს გარეთ ასეთი პოპულარული გახდეს, თუმც ეს პირველი პრეცედენტია ქართულენოვანი სიმღერის ამ მასშტაბით პოპულარობის...

ყაზახეთში „ნიკოს ბენდის” გუშინდელ კონცერტზე, მაგალითად, ამ სიმღერის თითოეულ სიტყვას ზეპირად იმეორებდნენ…

გილოცავ, მანო და ვულოცავ მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ დიდ წარმატებას.

პ.ს. ძალიან კარგი იქნება, საქართველოშიც თუ გაგვიხარდება ამ მასშტაბის წარმატება“, - წერს ნინო მურღულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

საქართველოში ამინდი უარესდება - პროგნოზი

რატომ არის ნაკიანი წელიწადი გამორჩეული და როგორ შეუძლია მას, თქვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალოს

🎥 „კარგი პარტნიორი მყავს, პირველ ადგილზე ვართ...“ - სალომე ჭაჭუა ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონში მონაწილეობს