სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელმა ცოტა ხნის წინ გუდაურის საკურორტო ზონაში არსებულ კვების ინდუსტრიაში გაზრდილ ფასებზე დაწერა და აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით ფასები, კატასტროფულად არის გაზრდილი, რამაც ტურისტების ნაკლებობა გამოიწვია.
ფასების ზრდას ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ეხმაურება და წერს, რომ სეზონზე გუდაურში „საწყალი“ არავინ ისვენებს.
„ვიცი ბევრი ვერ გაიზიარებს ამ მოსაზრებას. ბევრიც საერთოდ ვერ მიხვდება რას ვამბობ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა.
ძალიან კარგი თუ ხაჭაპური 45 ლარი ღირს გუდაურში.
ევროპის ბევრ ქვეყანაში უბრალო წახემსება 45 ევრო გვიჯდება. დიდი ამბავი ახლა ტურისტმა 45 ლარი თუ დახარჯა.
ასე რომ რას იტყვიან უცხოელები, მოგვეჭრა თავი, ეს ასე არ არის. რაც შეეხება საწყალ ქართველებს, უკაცრავად, მაგრამ „საწყალი“ არავინ ისვენებს სეზონზე გუდაურში.
დიახ 45 ლარი უნდა ღირდეს და გამდიდრდნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც უხცოელების ხარჯზე.
და ვინც მაინც ღელავთ ასე ძვირ ხაჭაპურზე, თქვენ აიტანეთ ყველი ზღვის დონიდან 2 100 მეტრზე, მინუს 10 ყინვაში და დაუგდეთ ფასები“,- წერს ლიკლიკაძე.
ამავე თემაზე: