ჯგუფმა „ურსა“ დიდი ხანია საზოგადოებაში სახელი გაითქვა. მსმენელს მათი სოლისტი გიორგი ძოწენიძე და თითოეული წევრი ძალიან უყვარს.
ჯგუფი სამოგზაუროდ საბერძნეთში იმყოფება, საიდანაც მომღერალმა მცირე ზომის ვლოგი შემოგვთავაზა.
გიორგი ძოწენიძე გამომწერებს ათონის მთისკენ მიმავალ გზაზე ესაუბრება:
„დილის 6 საათია, საბერძნეთში ვართ, ქალაქ სალონიკში. მივდივართ ათონის მთაზე.
გზა დაახლოებით 2 საათისაა, ერთ მხარეს ზღვა ჩანს, მეორე მხარეს მთები. ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი სანახაობაა.
ჩამოვედით ულამაზეს ქალაქში, ურანოპოლში, სადაც უნდა ავიღოთ ვიზები ათონის მთაზე წასასვლელად.
ურანოპოლიდან კატერით გადავედით ათონისკენ“, - ამბობს გიორგი ძოწენიძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ: