ცნობილი ფლორისტი და „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე იუბილარია.
იგი 47 წლის გახდა და საიუბილეო თარიღს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„დღეს ჩემი დაბადების დღეა, 47 წლის გავხდი.
არც ვიმალები, არც არსად ვიპარები, პირიქით სიხარულით ვიღებ მილოცვებს, სტუმრებს და საჩუქრებს…
რა თქმა უნდა ძალიან, ძალიან მადლიერი ვარ გამჩენი ღმერთის ამდენი სიხარულისთვის, სილამაზისთვის, სიყვარულისთვის, რაც ჩემთვის ასე გულუხვად გამოიმეტა.
უსაშველოდ მადლიერი ვარ!
ბედნიერი დღეები არ მოგაკლოთ მამაზეციერმა!“, - წერს ზურა შევარდნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა - არის მსხვერპლი