ქართველი მოდელი ანა ნაცვლიშვილი თანამედროვე ქართული სამოდელო სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული სახეა.
იგი სოციალურ ქსელში რჩეულს დავით თუშიშვილს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს:
„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ადამიანო, ჩემო ნუგეშო და ყოველი დღის ყველაზე საყვარელო მონაკვეთო.
ძალიან მადლიერი ვარ შენთან ერთად გატარებული ყოველი წამისთვის.
უსაზღვროდ მიყვარხარ“, - წერს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ანა ნაცვლიშვილი ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის შვილია.
ანამ სამოდელო საქმიანობა დედის სააგენტო „Look Models“-ში დაიწყო, სადაც მალევე მიიპყრო ყურადღება თავისი უნიკალური, ევროპული გარეგნობითა და შარმით.
იგი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სააგენტოებთან, მათ შორის პრესტიჟულ Next Models-თან.
კარიერის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ მაღალი დონის ფოტოსესიასა და ჩვენებაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (მათ შორის, მუშაობდა აზიაში, კერძოდ ტოკიოში). მოდის კრიტიკოსები და ფოტოგრაფები მას ხშირად ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ სახედ მოიხსენიებენ.

ასევე დაგაინტერესებთ: