სვეტიცხოვლის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია წერს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში მაღაზიების მეპატრონეები ფინანსურ მოგებას ცდილობენ. მისი თქმით, უკვე გადამალეს პროდუქტები და მათ მალე გააძვირებენ.
„ჩვენ ქვეყანაშიც ომია, ოღონდ ისევ ქართველები გვიწყობენ ომს…
ძალიან მალე პროდუქტი ისე გაძვირდება, შიმშილი დაისადგურებს… მაღაზიებმა უკვე გადამალეს, რომ გააძვირონ და უკრაინის მიწაზე რუსებისგან ანთებული ცეცხლით ხელები მოითბონ…
ან ვის შეერგება ომის დროს მოპოვებული სიმდიდრე…
ამაზე უარესი ღალატი არ არსებობს, როცა შენს მოსახლეობას შიმშილისთვის იმეტებ!..
ღალატი კი უპასუხოდ არ დარჩება!...“, - წერს სასულიერო პირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ქართველი დედა და მამინაცვალი, ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი და „საიდუმლო“ შვილები - პუტინის უცნობი ამბები
🔵„უკრაინაში პუტინის დამარცხებას მიშა სჭირდება!“ - ბარამიძე რუსეთ-უკრაინის ომზე