ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, დიმიტრი ქადაგებისას რუსეთ-უკრაინის ომს შეეხო და მიმდინარე მოვლენებს შემაძრწუნებელი ბოროტება უწოდა.
„დაიწყო დიდი მარხვა განცდებით, მწუხარებით. ჩვენ თვალს ვადევნებთ რა ხდება ჩვენს გარშემო, სამეზობლოში. შეძრწუნებული ვართ იმ ბოროტებით, რაც უკრაინაში ხდება. თანავუგრძნობთ ამ მეტად მედგარ, მტკიცე ნებისყოფის ხალხს. გამოჩნდა ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს ის ქრისტიანად მიიჩნევს. მას ქრისტიანულ ფასეულობებთან არანაირი საერთო არ აქვს. ის, რომ ის მთელი სიამოვნებით მთელ მსოფლიოს უცხადებს და ეუბნება, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, მე თუ ბირთვული იარაღი გამოვიყენეო - იმას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. ის ემუქრება ჩვენს ქვეყანასაც, ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებს და კაცობრიობას“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘„უკრაინაში პუტინის დამარცხებას მიშა სჭირდება!“ - ბარამიძე რუსეთ-უკრაინის ომზე
🔘დაბალი ფენის იდუმალი საყვარელი, „უკანონო“ შვილი და გზა მილიონერობისკენ - ვინაა პუტინის საყვარელი?