მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე რუსეთ-უკრიანის ომის პარალელურად საქართველოში არსებულ ვითარებას განხილავს და წერს, რომ ხელისუფლებამ რომელმაც ოკუპანტ რუსეთს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები მიყიდა, ახლა ხალხს მოუწოდებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ბინა არ მიაქირაონ.
დეისაძის აზრით, ის რატომღაც ისე ხდება რომ, რაც ეპატიება პოლიტიკოსს, არ ეპატიება ხალხს. რადგან ის რაც პოლიტიკოსისთვის გადაცდომაა, ხალხზე კვალიფიცირდება დანაშაულად.
„ისტორიულად ასეა, როცა ომია, ჩვენი ხალხი გმირულად იბრძვის და სისხლს ღვრის სამშობლოსათვის, ხოლო ვინც ამ ხალხს ვაჟკაცობას უწუნებს, ისინი მოპარული ფულით ქვეყნიდან გარბიან.
ჩვენს ხალხს უთხრეს რომ მისი ხსნა ტურიზმია. რომ ჩვენ სტუმარ-მასპინძლის ქვეყანა ვართ და ჩვენი ყოფა ამ მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოექცა, ხალხს რომ თავი გადაერჩინა და შიმშილით არ მომკვდარიყო.
პოლიტიკოსებს სხვა არაფერი შეუთავაზებიათ მისი ხალხისთვის გარდა მასშტაბური პრივატიზებისა. რის შედეგადაც მივიღეთ შემდეგი სურათი - როცა თვითონ, ქვეყანაში არსებულ ყველა სტრატეგიულ ობიექტებს მტერ სახელმწიფოზე ყიდიან, ეკონომიკური კეთილდღეობის მოტივით, („რუსულ ფულს სუნი არა აქვს“) ამ პოლიტიკის მოკავშირეები, ხალხს მოუწოდებენ მის კუთვნილებაში არსებული ფართი, არ მიაქირაონ იმავე ქვეყნის მოქალაქეს, რომლის ხელისუფლებაც ოკუპანტია და გარდა წართმეული ტერიტორიებისა, ჩვენი ანტისოციალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველოში არსებულ მნიშვნელოვანი ობიექტების საკონტროლო პაკეტსაც ფლობს.
ხოლო ჩვენს მიერ ელ. ენერგიაში გადახდილი გადასახდებით. შესაძლოა ირიბად იმ რაკეტების დამფინანსებლები ვიყოთ, რომლითაც მტერი სახელმწიფო სხვა და სხვა წერტილში ომს აწარმოებს და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს, ჩვენი ჩათვლით.
რატომღაც, ის რაც ეპატიება პოლიტიკოსს, არ ეპატიება ხალხს. რადგან ის რაც პოლიტიკოსისთვის გადაცდომაა, ხალხზე კვალიფიცირდება დანაშაულად“, - წერს ერეკლე დეისაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘„უკრაინაში პუტინის დამარცხებას მიშა სჭირდება!“ - ბარამიძე რუსეთ-უკრაინის ომზე
🔘დაბალი ფენის იდუმალი საყვარელი, „უკანონო“ შვილი და გზა მილიონერობისკენ - ვინაა პუტინის საყვარელი?