Digest Logo

„ძალიან მძიმე და სამწუხარო ამბავია. არ ვიცი რა შეფასება შეიძლება ჰქონდეს ასეთ ამაზრზენ ფაქტს“ - ვანდალიზმის ფაქტი ჭიათურაში

1681638507
ჭკვიანი ურნა

ჭიათურაში რობოტიკის კურსის ბავშვების მიერ შექმნილი „ჭკვიანი“ ურნა რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს, თუმცა დადგმიდან 2 დღეში ვანდალიზმის ფაქტი გამოვლინდა და ახლა ის განადგურებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მარიკა ხვედელიძე ავრცელებს.

„ვანდალიზმი. არ ვიცი რა შეფასება შეიძლება ჰქონდეს ასეთ ამაზრზენ ფაქტს.

რა უნდა ვთქვათ, როცა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის, რობოტიკის კურსის ბავშვების მიერ შექმნილი ჭკვიანი ურნა, რომელიც ორი დღის წინ დამონტაჟდა ჩვენს ქალაქში, ვიღაცებს თვალში არ მოუვიდათ და ასე დააზიანეს...

ურნა სენსორების დახმარებით ავტომატურად იმართებოდა, ბაქტერიებისგან თავდაცვის მიზნით ზედაპირი დისტანციურად იხსნებოდა...

პროექტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით განხორციელდა და მსგავსი ურნები უახლოეს პერიოდში ყველა უბანში უნდა დამონტაჟებულიყო.

ძალიან მძიმე და სამწუხარო ამბავია და იმედია შესაბამისი სამსახურები გაარკვევენ, ვინ და რატომ ატკინა პატარა გამომგონებლებს ასე ძალიან გული.

გრცხვენოდეთ !“, - წერს მარიკა ხვედელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თალიკო ბებოს შეხვედრა 92 წლის დაიკოსთან - ვიდეო, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ

🎥 სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის საოცარი შესრულება, რომელმაც სოცქსელი დაიპყრო

🔵„ტრადიცია არ დაარღვია ჩემმა 83 წლის მამამ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ გამოეწერა საავადმყოფოდან“ - ვინ არის კაცი, რომელიც მგზავრებს უფასოდ ემსახურება