Digest Logo

„მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას“ - ცაგარელის დღის რჩევა

1649052344
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, მებრძოლი და შეუპოვარი ვერძის, მთვარე კი, სტაბილური და ერთგული კუროს ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

არ ღირს გარშემომყოფთა კრიტიკა, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას გამოიწვევთ.

მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, არ ღირს გარისკვა და საეჭვო შეთავაზების მიღება.

ეცადეთ ზუსტად ჩამოაყალიბოთ საკუთარი იდეები და განსაზღვროთ მიზნები, რათა სამომავლოდ არ შეიქმნათ პრობლემები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ახალი მეგობრების შეძენისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და სამშენებლო მასალის, საყოფაცხოვრებო ნივთების და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თევზით და კარტოფილით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და ქალწულისთვის, მორიელისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და მშვილდოსანს.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵„გვამები ისე ყარს... მტკივნეულია, როცა დედა შენს თვალწინ კვდება, ძმა კი მასთან მიდის და ეუბნება: „დედიკო, ნუ გძინავს, გაიყინები“ - 16 წლის კატიას სულის შემძვრელი მონათხრობი

🔵 VIDEO: „იყო პერიოდი, როდესაც ავადმყოფურად ვიყავი“ - რატომ ატირდა თემურ თათარაშვილი პირდაპირ ეთერში

🔵 VIDEO: „მე ვერ ვხედავ სულიერ და მორალურ საჭიროებას ეს გავაკეთო“ - რა მიმართვას ავრცელებს მაქსიმ გალკინი