Digest Logo

„ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ­ხე­ლა ბუ­ლინ­გის ატა­ნა, გაძ­ლე­ბა, თუმ­ცა...“ - ქეთო თოფურიძის პირველი კომენტარი

1732263579
ქეთო თოფურიძე

„ვერ გადავადგილდებით ქალაქში. ასე უნდა გაგრძელდეს? თუ ალაგდებიან და წავლენ სახლებში ნეტა?“, - ეს განცხადება ეკა კახიანის ქალიშვილმა, ქეთო თოფურიძემ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ოპოზიციამ ჭავჭავაძის გამზირი პროტესტის ნიშნად რამდენიმე დრით გადაკეტა. აღნიშნული განცხადება მალევე იქცა განხილვის საგნად. 

ცნობისთვის, ქეთო თოფურიძე აღნიშნულ „სთორიში“ აქციით გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობდა, რაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ბულინგის მიზეზად იქცა.

Ambebi.ge კო­მენ­ტარ­ზე ქე­თო თოფურიძეს და­უ­კავ­შირ­და.

„არ მინ­და მაგ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა, ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბუ­ლინგზე სამ­წუ­ხა­როდ, მირ­ჩევ­ნია ჩუ­მად ვიყო. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ­ხე­ლა ბუ­ლინ­გის ატა­ნა, გაძ­ლე­ბა, თუმ­ცა მა­ინც მირ­ჩევ­ნია, ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­ვა­კე­თო“, - აღნიშნა მან მედიასთან საუბარში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ღმერთო მაპატიე“ - ხათუნა ხოფერიას მიერ წაკითხული ლექსი

„კლასიკურ ვარიანტს გადავუხვიეთ და აი, რა გამოგვივიდა“ - კადრები ბექა ხოფერიას მეუღლის ფოტოსესიიდან

„ჩემი პატარა ცმაცუნა დაიბადა“ - გიორგი სუხიტაშვილს დისშვილი შეეძინა

წყარო: marao.ge