Digest Logo

„ძალიან შეწუხებული ვარ, გავბრაზდი, ვინერვიულე... ტელევიზიის ლანძღვა-გინებას ნუ დამიწყებთ“ - რატომ იხდის ინგა გრიგოლია ბოდიშს

1661763341
ხვიჩა კვარაცხელია

გუშინ „ტვ პირველის“ ფბ გვერდზე ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, სადაც ეწერა, რომ „ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გოლის გატანა ვეღარ შეძლო“, რასაც სოციალურ ქსელში ხალხის გაღიზიანება მოჰყვა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„მე ძალიან ვგულშემატკივრობ ხვიჩა კვარაცხელიას, ძალიან.. ის, რაც ეწერა გუშინ „ტვ პირველის“ ფბ გვერდზე (სათაური), ჩემთვის ცალსახად მიუღებელია.

გაბრაზებული ადამიანები მწერენ და მე მთხოვენ პასუხს.

არაფერ შუაში ვარ, მაგრამ როგორც ამ ტელევიზიის თანამშრომელი, ძალიან შეწუხებული ვარ, გავბრაზდი, ვინერვიულე და ვიხდი ბოდიშს.

ხვიჩას კი ვუსურვებ უდიდეს წარმატებას, რომელიც დარწმუნებული ვარ მას უამრავი ექნება მომავალშიც.

ბოდიში, ამ სტატუსის ქვეშ ტელევიზიის ლანძღვა-გინებას ნუ დამიწყებთ, უამრავმა ადამიანმა ინერვიულა ამ სათაურის გამო „პირველში“, - წერს ინგა გრიგოლია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ზღაპარში გვაცხოვრა, რომელსაც სიკვდილითაც არ მისცა დასრულების ნება. დღეს იმაზე ამაყი ვარ, ვიდრე ოდესმე...“ - დაღუპული მფრინავის შვილი

🔵„ჩქარი ტაში, უამრავი რისკი, შიშზე გამარჯვების სიხარული, ჭაღარა თმაში და ბევრი სიბერის ნაოჭი“ - ხათუნა ხოფერია იუბილარია

🎥 „ბორჯომში მაშველების მიერ გადარჩენილი პატარა ცხოველი“ - უსაყვარლესი ვიდეო