Digest Logo

„ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი“ - ლიზა ყენიას ემოციური პოსტი

1673023651
ლიზა ქისტაური და ლიზა ყენია

მომღერალი ლიზა ყენია ტრანსგენდერის ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მასთან ურთიერთობას იხსენებს.

„სამი დღეა ვცდილობთ გავიგოთ რა ხდება, ვერაფერს ვარკვევდით, სანამ ხალხი გაიგებდა, ჯერ კიდე მაშინ ვარკვევდით, არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია, რადგან ბოლომდე ვთვლიდი, რომ მისი გამოგონილი მომდევნო ხუმრობა იყო.

უბედურება მოხდა, უსამართლობა მოხდა. ბოლოს ზაფხულში ვისაუბრეთ, რაღაც გაურკვევლობის გამო ბოდიშს მიხდიდა, ავუხსენი, რომ არ ვარ ის ადამიანი, რომ ცუდი დავიმახსოვრო და კარგი აღარ მახსოვდეს. ვუთხარი, რომ მასზე მხოლოდ კარგი მახსოვდა, ისიც მითხრა ამერიკაში ჩამოსვლას და ჩემს ნახვას რომ აპირებდა, შენს დაპროექტებულ სახლებზე და ნახატებზე ვგიჟდებიო, თითქოს გაზრდილი და უფრო მგრძნობიარე იყო.

ჩვენ არ ვყოფილვართ ახლო მეგობრები, თუმცა ვიცი, რომ განსაკუთრებულად მოვწონდი და ამას რაღაც ფორმით სულ მაგებინებდა.

არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი“, - წერს ლიზა ყენია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „დედას მისი შვილი უყვარს ისეთი, როგორიც არის...“ - ლიზა ქისტაურის დედის ემოციური ინტერვიუ

🔵 ლიზა ქისტაური გარდაცვლილია - ბელგიის პოლიცია

🔵 საქართველოს საგარეო უწყების პირველი კომენტარი ლიზა ქისტაურის მკვლელობასთან დაკავშირებით