ექიმი გიორგი ღოღობერიძე, რომელიც საგანმანათლებლო სფეროშიც ჩართულია, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას იმ აბიტურიენტებს აცნობს, რომლებმაც ქიმიასა და ბიოლოგიაში უმაღლესი შეფასებები მიიღეს და რეკორდი მოხსნეს.
„აბა გამოიცანით ვინ მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ქიმიაში 63-იდან 63?
საუბარია რეკორდზე და არამარტო ქიმიაში, ასევე ბიოლოგიაში, საუბარია ჩემს აბიტურიენტზე გიორგი სუხიაშვილზე.
ძალიან ვამაყობ მისით იმიტომ კი არა, რომ რეკორდი მოხსნა, არამედ იმიტომ, რომ გიორგი იყო შრომისმოყვარე და შრომა დაუფასდა.
რამდენიმე წელიწადში ის იქნება უძლიერესი ექიმი. შრომა ყოველთვის ფასდება“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გაიხარე... ძმა ხარ“ - ცოტნე ივანიშვილი ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად ფოტოებს აქვეყნებს