თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკაში სერიოზული ბრძოლის შემდეგ მოვიდა, საქართველოს ყველაზე ღარიბ პოლიტიკოსად იწოდება. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული ფაქტით ძალიან ამაყობს.
„ძალიანაც მეამაყება, რომ ყველაზე ღარიბი პოლიტიკოსი ვარ საქართველოში! 2024 წელს - ეს პარლამენტი რომ დაასრულებს მუშაობას მაშინაც გამადიდებელი შუშით შეამოწმეთ ჩემი ქონება და შემოსავლები და ისევ ისე იქნება ყველაფერი.
ვინც რამე „მუთაქებში დამალულ“ ქონებას აღმომიჩენს ფეშქაში იყოს ეგრევე. რაც ძალი და ღონე მაქვს ჩემს საქართველოს ვემსახურები და ასე იქნება სანამ ცოცხალი ვარ!“, - წერს ალეკო ელისაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇