სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც თემაზე: „მთვარის მეთექვსმეტე დღე“, - წერს:
„მთვარის მეთექვსმეტე დღე:
დღის სიმბოლო: მტრედი, პეპელა, ფსიქიკა (ადამიანის სულს, ძველ საბერძნეთში, პეპლის ან ფრთიანი გოგონას სიმბოლოთი გამოსახავდნენ)
დღის მინერალები: სპინელი, ტურმალინი, ჩაროიტი, ზურმუხტი, მარგალიტი
დღის აღწერა:
მთვარის მეთექვსმეტე დღე ბიბლიურ პერსონაჟთან - იობთანაა დაკავშირებული. ის ცნობილია ადამიანად, რომელმაც მრავალი მწუხარება გადაიტანა. მიუხედავად ასეთი სიმბოლური დატვირთვისა, ეს დღე უარყოფითი არ არის. ამ დღეს თავის სიმბოლოსთან მხოლოდ ერთი რამ აკავშირებს: კეთილი სული სამუდამოდ მწუხარებაში არასდროს დარჩება. „მოჟამული” პერიოდების მერე აუცილებლად „გამოიდარებს”.
მთვარის მეთექვსმეტე დღე თვის ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული პერიოდია. ამ დროს ვაღწევთ აბლოსუტურ სულიერ, ფიზიკურსა და მენტალურ ბალანსს. ჩვენი მთავარი ამოცანა კი ამ ჰარმონიის შენარჩუნება და გამრავლებაა.
ვარცხნილობა:
არ გირჩევთ თმის შეჭრას. ამან, შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით, სისხლძარღვთა და ენდოკრინოლოგიურ სისტემაზე. თმის მუქ ფერში შეღებვა სულიერი სიმშვიდისა და ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ატარეთ ე.წ. „კოსა” ვარცხნილობა. ეს დადებითი ენერგიის მოზიდვაში შეგიწყობთ ხელს.
მებაღეობა:
რეკომენდებული არ არის მიწასთან მუშაობა, რადგან მცენარეები მინიმალურად ითვისებენ საჭირო ნივთიერებებს.
ამ დღეს გირჩევთ:
მიუხედავად იმისა, რომ მთვარის მეთექვსმეტე დღე ხშირად სავსემთვარეობას ემთხვევა, ის მაინც დადებითია. ეს აიხსნება იმით, რომ მთვარის ენერგია აძლიერებს უმეტესობა ჩვენგანის აურას, რაც, თავის მხრივ, შესაძლებლობას გვაძლევს გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. თუმცა, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ენერგიას შემოქმედებითად გამოვიყენებთ.
თუ არაფრის შექმნას არ მოვინდომებთ და უარს ვიტყვით ცხოვრების საკუთარ ხელში აღებაზე, მაშინ გავღიზიანდებით და თავს დაცარიელებულად ვიგრძნობთ. ხაზს ვუსვამ, ეს ეხება სულიერ განვითარებას, საკუთარ თავზე მუშაობას, რადგანაც ეს დღე დაძაბულობისგან და აქტიური ქმედებებისგან განსატვირთად გვეძლევა.
დღის თავისებურებები:
თავი შორს დაიჭირეთ ქაოსისა და დაძაბულობისგან. შესაძლებლობა, თუ გაქვთ, სჯობს, საერთოდ არაფერი აკეთოთ, კარგად გამოიძინოთ.
არ გირჩევთ მთვარის მეთექვსმეტე დღეს თავის სამუშაოსთვის მიცემას. ეს დღე ის დალოცვილი დღეა, როდესაც შეგიძლიათ უბრალოდ დაისვენოთ, უყუროთ ტელევიზორს, გაისეირნოთ, წაიკითხოთ. არ გადატვირთოთ გონება საქმეებზე ფიქრით. ეს დრო მხოლოდ საკუთარ თავს მიუძღვენით.
იყავით აუღელვებლები, არ იჩქაროთ, რადგანაც დღე ძალის აღსადგენად გვეძლევა.
რა თქმა უნდა, მთვარის მეთექვსმეტე დღის ასე გატარება იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ თვის დასაწყისში საქმიანობებში აქტიურად იყავით ჩართულები. მაგრამ თუ ასე არ ყოფილხართ და დრო ფუჭად გაფლანგეთ გართობაში, უსაქმურობასა და ჭორაობაში, მაშინ, შეიძლება, ეს დღე არც ისეთი სასიამოვნო იყოს. ამის თავიდან ასარიდებლად, სასწრაფოდ მოჰკიდეთ ხელი საქმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასიურობა გაიზრდება და უმოძრაო სიზარმაცეში გადავა, რაც, თავისთავად, უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, სამსახურსა და პირად ცხოვრებაზე. ხოლო, თვითონ ეს დღე მშფოთვარე, ქაოსური და სევდიანი იქნება.
ასეთი დეპრესიული ფონი გამოწვეული იქნება იქიდან, რომ არ გამოიყენეთ მთვარისგან მონიჭებული ენერგეტიკული პოტენციალი. ენერგიის გამონთავისუფლების მაგივრად ის შიგნით დაიტოვეთ, რამაც ენერგიის მიმოცვლის შეფერხება გამოიწვია. გახსოვდეთ: ძალის საზრისი მის გამოყენებაშია. ენერგიამ უნდა იმოძრაოს, მისი გაჩერება არ შეიძლება.
თუმცა, თუ ამ ყველაფერს გვიან მიხვდით შეეცადეთ დღის ლოცვაში ან მედიტაციაში გატარება დაგეხმარებათ.
დღე იღბლიანია ყველასთვის, ვინც ვაჭრობითაა დაკავებული. განსაკუთრებით, სურსათით მოვაჭრეთათვის. პერიოდი ასევე მშვენიერია მათთვის, ვინც ხელოვნებით არის გატაცებული. ეს უფრო მეტად მუსიკოსებსა და პოეტებს ეხებათ.
აუცილებლად გამოყავით დრო საყვარელი საქმიანობისთვის.
ტიბეტური ასტროლოგიური სკოლების მიხედვით, მთვარის მეთექვსმეტე დღეს იმატებს ინტელექტუალური უნარები. ეს ნიშნავს იმას, რომ გვეძლევა რთული პრობლემების გადაჭრის საშუალება. თუმცა, არა მხოლოდ გადაჭრის, აუცილებელია ამ ჩანაფიქრის მომდევნო დღეს განხორციელებაც.
ამ დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ მოგზაურობა. ეს ეხება შორეულ მგზავრობებსაც. პერიოდი შესაფერისია საცხოვრებელი ადგილის ცვლილებისთვისაც“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ისტორიული მინუსი - როდის დაფიქსირდა ყველაზე ძლიერი ყინვა საქართველოში