Digest Logo

🎥 „ძვირფასმა ადამიანმა გამახარა არა მარტო მე, არამედ ჩემი მეგობრები...“ - რა საჩუქარი გაუკეთეს ნინო თოლორდავას დაბადების დღისთვის

1762612342
ნინო თოლორდავა

ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა, 24 წლის შემდეგ, მეორე შვილის დედა გახდა. მისი და გიორგი დავითაიას შვილი ქვეყანას 2024 წლის 23 აგვისტოს მოევლინა. რეალობად ქცეულ ოცნებასა და ამით გამოწვეულ დიდ ემოციებზე ნინომ სხვადასხვა გადაცემაში არაერთხელ ისაუბრა.

ტელეჟურნალისტს მალე დაბადების დღე აქვს. მისმა მეუღლემ კი სიურპრიზი მოუწყო და 12 მეგობართან ერთად კანარის კუნძულებზე სამოგზაუროდ გაუშვა:

„ჩემი დაბადების დღის სამზადისი დიდი სიურპრიზებით დაიწყო.

გასაიდუმლოებული მარშრუტი, ძალიან სასიამოვნოდ მოტყუებული მე და ამ ტყუილის ირგვლივ გაერთიანებული ჩემი 12 მეგობარი.

და მაინც ჩემთვის, ყველაზე დიდი ბედნიერება ამ ამბავში ის არის, რომ ძვირფასმა ადამიანმა გამახარა არა მარტო მე, არამედ ჩემი მეგობრები და ასე მივემგზავრებით ყველანი კანარის კუნძულებზე.

ჩემი ერთადერთი სადარდებელი რაც ახლა ამ ამბავს თან ახლავს არის ის, რომ ჩემი ბარგიც ჩემმა მეუღლემ ჩაალაგა და მე ამ დრომდე წარმოდგენა არ მაქვს რა დევს და რამდენად სწორად დევს ჩემოდანში“, - წერს ნინო თოლორდავა. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

„თუ ისწავლი ცვლილების მიღებას, ცხოვრება ხდება უფრო მოქნილი და ნაკლებად სტრესული“ - 10 ასტროფსიქოლოგიური კანონი, რომელიც აუცილებლად გაგხდის უკეთესს

🎥 „დაფიქრებულხარ იმაზე, რომ შენი ცხოვრება მელოდიაა, რომლის დაკვრაც ჯერ არ გისწავლია?“ - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს მაია მომცელიძე

„გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა სრულად“ - თუ ამ სამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხარ, მაშინ ნოემბერი საოცარ წარმატებას გიმზადებს