Digest Logo

„ეჭვები გულს აავადებს, ხოლო მტკიცე რწმენა ჩვენს გადაწყვეტილებებს, ტანჯვის შემთხვევაშიც კი - უმტკიცესს ხდის“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1761034124
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmadliereba.ge%2Fposts%2Fpfbid058pdsXJdKnc3o8udVAHWMWtGhKXbJ7utyzFQohy5VsWWwcrbitNryUgi9rd5qGg8l&show_text=true&width=500" width="500" height="513" style="border:n

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ეჭვები გულს აავადებს, ხოლო მტკიცე რწმენა ჩვენს გადაწყვეტილებებს, ტანჯვის შემთხვევაშიც კი - უმტკიცესს ხდის. 

ამ კითხვას სვამენ ხოლმე - „ვევედრები და ისევ არის ეს განსაცდელი, ეს განსაცდელი არ მთავრდება...“.

ჩვენ ღვთის განგებულება არ ვიცით, ჩვენ ერთი რამე ვიცით - რომ ხორციელი განსაცდელი არის სასარგებლო,
სულიერი განსაცდელისგან ღმერთმა დაგვიფაროს, რომელიც არის ადამიანის მიერ უფლის ღალატი, ან ღალატის შესახებ აზრი, რომ შენი შინაგანი გადაწყვეტილებით ზურგი შეაქციო ღმერთს.

ეს არის სულიერი განსაცდელი, რომელსაც პირდაპირ ეშმაკი გვინერგავს, არაწმინდა გულისსიტყვებით, მაგრამ ხორციელი განსაცდელი, ანუ ხორციელი ჭირი, ანუ მწუხარებები, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში არის, არის სასარგებლო იმიტომ, რომ ისინი ჩვენ გვიკვალავენ ღვთისკენ სავალ გზას, ეს მტკივნეულია, ეს მწარეა, მაგრამ ეს არის ქირურგის სკალპელი მოსიყვარულე მამის ხელში და არავითარ შემთხვევაში არ არის ჯალათის ინსტრუმენტი...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ბრწყინავ, ანათებ“ - თათია თექთურმანიძის დახვეწილი ლუქი და აღფრთოვანებული გამომწერები

„ცარიელ კუჭზე ყველა პროდუქტი უსაფრთხო არ არის!“ - რა არ უნდა ვჭამოთ უზმოზე? მამუკა რაშოიანის რეკომენდაცია

„ნუ უგულებელყოფ გულის ხმას, ნუ უარყოფ ინტუიციას მხოლოდ იმიტომ, რომ ლოგიკა სხვა, უფრო უსაფრთხო გზას გთავაზობს“ - რას წერს მაია მომცელიძე