გასულ წელს ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა ოჯახი შექმნა. მისი რჩეული „ტიკტოკერი“ და მომღერალი ანანო სამხარაძეა. წყვილმა 2025 წლის 8 ნოემბერს ქორწილიც გადაიხადა.
ანანო სამხარაძე ამჯერად სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც მეუღლეზე ისაუბრა:
„გიორგი სულ წასულია. არ ვარ ეგ გოგო, რომ ჩემი ქმარი „ხელიდან გავუშვა“. ოჯახის ქალი ვარ, მაინც ჩემ მშობლებთან ვცხოვრობ ასე გამოდის. მაგრამ შინაგანად შემცვალა დაოჯახებამ იმ მხრივ, რომ ცხოვრებისეულად უფრო დამაფიქრა, უფრო სერიოზული გავხდი და ოჯახურ საქმეებს უფრო სერიოზულად ვაკეთებ.
გიორგისგან განსხვავებით მე ცოტა ეჭვიანი ვარ, ყველაფერს ვაკვირდები, თუმცა ამის საბაბს გიორგი არ მაძლევს. თვალებში არ უნდა შეხედოს სხვას გიორგიმ“, - აღნიშნა ანანო სამხარაძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დახვეწილი და გემოვნებიანი“ - კრისტი ყიფშიძის ახალი კადრები ელეგანტურ შავ კაბაში
⭕მერკურის აქტიურობა ფინანსურ და პირად გადაწყვეტილებებზე აისახება
⭕„დედის და მამის გულის ყველაზე დიდი სინათლე ხარ“ - დუეტი „ლეონის“ შვილი იუბილარია