ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„სიყვარულს ყოველივე სწამს და ყოველივეს ესავნ“.
ეჭვიანობა და სიყვარული გამორიცხავს ერთმანეთს, გამორიცხავს ერთამნეთს.
ვიღაც იტყვის – „თუ ყველაფრის სწამს და ყველაფრის იმედი აქვს, რა უნდა ასეთი ადამიანის მოტყუებას?!“ - დიახ, დიახ
ადამანი რომელის სიყვარულს ატარებს – შეიძლება მოატყუო, თუ ღმერთი არ დაიფარავს,
ნამდვილი სიყვარული ღმრთაებრივი თვისებაა – ამიტომ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანში ღმერთია,
და ასეთ ადამიანს სიბრძნეც აქვს და მთლად იოლი არ არის ხოლმე მოტყუება,
უბრალოდ,
თუ საღმრთო მადლით სიბრძნე არ გამოვლინდა რაღაც მომენტში,
დიახაც – შეიძლება მოატყუო ეს ადამიანი,
და ასეთი მაგალითებიც არის ეკლესიაში,
მაგრამ ქრისტიანს ამის არ ეშინია,
ქრისტიანის მიზანი ის კი არ არის, ვიღაცამ მოატყუოს, თუ არ მოატყუოს, ამაზე აქცენტი,
არამედ,
ქრისტიანის მიზანია უფლისთვის სათნოდ იცხოვროს,
და მორჩა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: