Digest Logo

„რაც მუდმივი განვითარების შესაძლებლობას არ მოიცავს და არც ფლობს, დიდხანს ვერც ცოცხლობს... გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი!“ - გია მურღულია

1759129305
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია საზოგადოებას სოციალურ ქსელში შთამაგონებელ პოსტს უზიარებს: 

„მას შემდეგ, რაც გენიალურმა კუბელმა მოჭადრაკემ, ხოსე რაულ კაპანლანკამ ჭადრაკის საბოლოო შეცნობა და „საყაიმო დასასრული“ იწინასწარმეტყველა (მაღალი კლასის ოსტატთა შორის ყველა პარტია ყაიმით დასრულდება და თამაში უინტერესო გახდებაო), საუკუნე გავიდა, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს თამაში ისე განვითარდა, ჰარმონიისა და სინერგიის იმდენი ახალი იმპულსი მიიღო, რომ ყველამ დაინახა - მისი აქტუალური არსებობა მარადიულია.

ასევეა ყველაფერი ამქვეყნად - რაც მუდმივი განვითარების შესაძლებლობას არ მოიცავს და არც ფლობს, დიდხანს ვერც ცოცხლობს.

ადამიანი, ბიბლიის თანახმად, ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი და ამიტომ - "ოდნავ" მხატვრულად თუ ვიტყვით, შეზღუდული (დროსა და სივრცეში) მარადისობაა.

მასშიც დაბადებიდანვე დევს მუდმივი განახლების პოტენციალი - სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს მის ცხოვრებას.

მუდმივი ფერისცვალება და განვითარება, ღვთაებრივი სრულყოფილებისკენ სწრაფვაა უფლის ხატებისა და მსგავსების განსახიერებაც და გამართლებაც.

ამ გზაზე ყოველი დღე ერთი ნაბიჯია და ასე უნდა გრძელდებოდეს ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

თუ წინ არ მიდიხარ, ადგილზეც კი არ დგახარ - უკან რჩები. უკვე გათენდა - გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი!“, - წერს გია მურღულია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ამჯერად თავისი ქალაქის გუნდს გულშემატკივრობს“ - რა კადრებს აქვეყნებს მარიამ ელიეშვილი

კვლევა: ტკბილი გაზიანი სასმელები ქალებში დეპრესიის რისკს ზრდის

„სიტუაცია იძაბება, ურთიერთგაგება მცირდება, კონფლიქტურობა მატულობს...“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან