
ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება - ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს:
„ყველაზე დიდი შიში ადამიანს აქვს არაფრის კეთების შიში, რომ უსარგებლო იყოს, რომ ვერ შეძლოს ახლობელი ადამიანების იმედების გამართლება, რომ ვერ შეძლოს თავისი თავის რეალიზება.
მტკივნეული შიში არის.
არსებობს შფოთვითი შიში და მტკივნეული შიში, ეგ მტკივნეული შიში არის.
არ შეგეშინდეს, ეგ შიში გეხმარება.
მთავარია, სულიერებაზე იმუშაო და შეგივსებს მაგ სიცარიელეს, ტკივილს გაგიქრობს, მოგცემს თავდაჯერებას, მაგითი სხვებსაც (სწორად) დაეხმარები და რეალიზდები საკმარისზე მეტად.
ეკლესიაში სიარული, პირჯვრის წერა და „ღმერთო დამეხმარეს„ ძახილი არ არის არანაირად საკმარისი, არც მარხვა და იმის ძახილი, რომ „ღმერთის გწამს“.
მხდალი სულის პატრონი საკუთარი შიშებით შეგაშინებს და გეტყვის, რომ შენ გჭირდება დახმარება, რომ შენ უნდა აკეთო რაღაცები.
არავის არ უსმინო, ქრისტე ჯვარზე ჩვენ გავაკარით, ჩვენ ვართ ის არსებები, რომლებმაც მოვიგონეთ რელიგიები და სხვა მრავალი.
ნურც მე ნუ მისმენ.
უსმინე შენს გულს, მაგას გეუბნები, უსმინე შენს შიგნით სიმართლეს, თამამად და ლაღად იცხოვრე, არ შეგეშინდეს.
ქრისტე არის, ის უბრალოდ არის და არაფერს არ ითხოვს არავისგან, ის არის და ის არის მდგომარეობა, ის არის ცნობიერება, ყოფა“, - წერს ლევან მათითაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პირველ არხზე თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები დღეს გაიმართება