Digest Logo

„ემიგრაცია რომ არა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მშიერი მოკვდებოდა...“ - რას წერს მამა პეტრე კოლხი

1699081126
მამა პეტრემამა პეტრე

„სოციალური ფონი ზოგადად მძიმეა, მაგრამ ყველაზე მძიმე არის მათთვის, ვისაც რესურსი გააჩნია, მაგრამ უფლება არ აქვთ იმუშაონ. ასეთ აკრძალვებს განიცდიან სასულიერო პირები, რომლებიც გამოირჩევიან მრავალშვილიანობით და შესაბამისად, უამრავი ყოფითი პრობლემებით“, - ამის შესახებ სასულიერო პირი, მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიდუხჭირეს უსვამს ხაზს.

„ერი თუ ბერი, ყველა მოგვიწოდებს, მოგვარდეს დემოგრაფიული პრობლემა.

გამრავლება პირუტყვსაც შეუძლია. მოვლა, პატრონობა და მინიმალური პირობების შექმნა, საკუთარ ქვეყანაში ყველამ უნდა შეძლოს.

მოზარდი იმის გამო არ უნდა იჩაგრებოდეს, რომ ბევრი და-ძმა ჰყავს…

ყველაზე მთავარი საკითხი: ემიგრაცია რომ არა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მშიერი მოკვდებოდა…

ბევრისთვის ისედაც ცნობილია, რომ საემიგრაციო ტალღას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ… ბევრი ვიცი, დღემდე დგას მექსიკის საზღვართან და გადასვლას ელოდება…

თურმე ვიღაცები წუხდებიან, რომ მღვდლები სამუშაოდ გარბიან უცხოეთში…

ხომ გააჩნიათ პრეტენზია, რომ მორწმუნე და ღვთისმოშიშები არიან, რატომ არავინ დაინტერესდა მთავარ მიზეზებზე… რატომ არავინ დასვა კითხვა, რამ აიძულა მღვდელი ოჯახს, მრევლს ჩამოშორდეს და ფორთხვით გადავიდეს მექსიკიდან ამერიკაში…

პირადად ჩემთვის, ქრიატიანობა და ეკლესიურობა გულწრფელობაა… ჰოდა, გულწრფელად მაინტერესებს, როდემდე ვიყოთ ჭრელო პეპელას როლში, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები…“,- წერს სასულიერო პირი.

  

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵  „რა მაგარია, ჩემი შვილი რომ ხარ“ - ინგა გრიგოლია ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

🔵  „ანტიდეპრესანტის მიღებას, მალე სრულად შევწყვეტ...“ - როგორ დაამარცხა შფოთვითი აშლილობა გიორგი კეკელიძემ

🔵  „ფული არ გაქვს? იშოვი, ქმარი არ გყავს? გათხოვდები“ - რა საჩუქარი მიიღო ბაბი კირკიტაძემ