Digest Logo

🎥 „ემიგრაციაში სულ მაძლიერებს ის ფაქტი, რომ ასეთი ნამდვილი ოჯახი მყავს“- რას წერს ნინი ბრეგვაძე

1705560624
ნინი ბრეგვაძე

ამერიკული „ვოისის“ ქართველი მონაწილე, ნინი ბრეგვაძე „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც ნინის დედასთან, მანანა შერაზადიშვილთან გადაიღეს.

ნინი ბრეგვაძის დედამ, მომღერლის ბავშვობაზე, მიზნებზე და ინტერესებზე ისაუბრა.

სიუჟეტს, ფეისბუკზე თავად ნინი ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს.

„დე ისე ძალიან მიყვარხარ..  

დედამ გამზარდა დამოუკიდებელი, სამართლიანი, მამაჩემისგან ვისწავლე მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა!

ჩემი ოჯახისგან სითბო და სიყვარული არ მომკლებია და შეიძლება შორს არიან, თუმცა ემიგრაციაში სულ მაძლიერებს ის ფაქტი, რომ ასეთი ნამდვილი ოჯახი მყავს“, - წერს ნინი ბრეგვაძე.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„21 იანვარს ეპოქალური მოვლენაა, ეს ყველაფერი დიდი ცვლილებების დასაწყისს ნიშნავს“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე