Digest Logo

„ემოციებს ვერ ვმალავ! სულ მაინტერესებდა, როგორ ტიროდა მაყურებელი და გამოვცადე“ - ნინი შერმადინი „Deep Purple”- ის კონცერტს დაესწრო

1725262164
ნინი შერმადინი

მომღერალი ნინი შერმადინი „Deep Purple”-ის კონცერტს დაესწრო, ემოციებს კი სოციალური ქსელის გამომწერებს ფეისბუკზე უზიარებს.

„ემოციებს ვერ ვმალავ! ვერ ვიძინებ! ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი ლაივ კონცერტი რაც კი ოდესმე მინახავს! სულ მაინტერესებდა როგორ ტიროდა მაყურებელი და დღეს გამოვცადე!

79 წლის იან გილანი, ლეგენდა, ისე იმღერა 18 სიმღერა 30 წლის ასაკში როგორც მღეროდა! ეს რა ვნახე და გამოვცადე! ჩემი ოცნების კონცერტს დავესწარი და მოლოდინს გადააჭარბა.

ხო, ვინც არ იცით ვიამაყებ და ვიტყვი, რომ იან გილანმა მის მეუღლესთან თბილისში მოაწერა ხელი, ხოლო ჯვარი დაიწერა მცხეთაში.

4 საათია სახლში მოვედი და ვერ ვიძინებ, იმხელა ემოციების ქვეშ ვარ! "Deep Purple” ნამდვილი ლეგენდები!“, - წერს ნინი შერმადინი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ“ - როგორი ასტროლოგიური კვირა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

„საერთო ფონი უარესდება, დედამიწა გადადის უარყოფით ენერგოველში, რაც მთლიანობაში ძაბავს ურთიერთობებს“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

„დაბადების დღეს ვულოცავ მსოფლიოში საუკეთესო მეუღლეს“ - მომღერალი გიორგი ძოწენიძე იუბილარია