
„ვივამედზე“ მაქვს საუბარი, როდესაც ის ჩემს ექიმს, ექთანს გაუმასპინძლდა, საცივი ჰქონდა მას, რომელიც სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა, ინფორმაცია ამის შესახებ სოფოსგან მაქვს, რომელიც შემიძლია დაგიდასტუროთ. ასევე მგონი ოლივიე თუ არ ვიტყუები. გამახარა ჩემმა პერსონალმა, რომ ერთად შეხვდნენ ახალ წელს და ერთად მიირთვეს საკვებიც. ასევე მამაოს შეჰქონდა ხოლმე ღვინო. ის რომ მას რაღაცის ჭამა არ შეუძლია, ასე არ არის“, - ამის შესახებ „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რასაც დეკანოზი ილია ჭიღლაძე გამოეხმაურა.
„დამსახურებულად დაიკავა ამ ალბომში ადგილი ამ დებილმა ჯალათმა.
ექიმ მენგელის ტვინი და ინტელექტი მაინც ჰქონდა, ეს კი მაგარი იმბეცილია: მეუფე აზიარებდა სააკაშვილს და ამისი ერთუჯრედიანი ტვინით „ღვინო შეჰქონდა მამაოს" და ღვინოს სვამდა თურმე სააკაშვილი, რა უჭირს ქეიფობდა და ლოთობდა ანუო“ , - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„+37 ვებრძვი“- ნახეთ, როგორ გამოიყურება ანი ბებია მას შემდეგ რაც წონაში მოიმატა