Digest Logo

„ექიმები მარწმუნებენ, უკეთ იქნებიო...“ - რას წერს გოჩა ტყეშელაშვილი

1759498175
გოჩა ტყეშელაშვილი

ეროვნული მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორი და ყოფილი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი სოციალურ ქსელში კლინიკიდან მორიგ ფოტოს აქვეყნებს, როგორც იგი წერს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

როგორც ცნობილია, მას ბათუმში, ზღვაში სკუტერი დაეჯახა, რის შემდეგაც ოპერაცია დასჭირდა.

„მოგესალმებით, ყველას... ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ამჟამად იმაზე ოდნავ უკეთ ვარ, ვიდრე უნდა ვიყო ... ექიმები მარწმუნებენ, „მალე კიდევ უფრო უკეთ იქნებიო“... თითოეულ თქვენგანს მადლობა გულწრფელი ყურადღებისთვის...

უამრავ სიკეთეს გისურვებთ და ისევ ველი თქვენთან შეხვედრას“, - წერს გოჩა ტყეშელაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დახვეწილი და გემოვნებიანი“ - გელა ბარკალაიას რძლის ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა

„შვილის ყოლა არის მშობლების სუფთა წყლის ეგოისტური აქტი...“ - რას წერს ლევან შელეგია