Digest Logo

„დახვეწილი და გემოვნებიანი“ - გელა ბარკალაიას რძლის ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა

1759497652
გელა ბარკალაიას რძალი

ბიზნესმენ გელა ბარკალაიას რძალი, მოდელი სალომე სალაყაია სოციალურ ქსელში მომხიბვლელ კადრებს აქვეყნებს.

მან გადაღებიდან ახალი კადრები გაგვიზიარა, სადაც სხვადასხვა ლუქი მოირგო.

„ულამაზესი გოგო“,

„საოცარი ლუქებია“,

„დახვეწილი და გემოვნებიანი“, 

„დახვეწილი“, 

„როგორი ლამაზი ხარ,“

„ანათებ“, 

„ქართული ეშხი და სილამაზე“,  - წერენ კომენტარებში. 

ცნობისთვის, ახალგაზრდა წყვილის, მათე ბარკალაიასა და სალომე სალაყაიას ვიდეომ სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა. როგორც ცნობილია, მათე ბარკალაიას და მის საცოლეს მამამ გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა. ამბავი იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ საჩუქარი წყვილს ბიზნესმენმა მშობლებისა და ბებია-ბაბუის საფლავზე გადასცა.

მათე ბარკალაიასა და მისი რჩეულის, სალომე სალაყაიას ნიშნობა, გელა ბარკალაიას მშობლებისა და ბებია-ბაბუის საფლავზე გაიმართა.

„16 აგვისტოს დედაჩემის გარდაცვალების დღეა. სენაკში პატივს ვცემთ მის ხსოვნას“, - წერდა ბიზნესმენი საკუთარ გვერდზე.

თუმცა რამდენიმე თვის უკან, მათე ბარკალაიამ რჩეულს ხელი ამსტერდამში სთხოვა, როგორც სალომე სალაყაიას მიერ გავრცელებული პოსტიდან ხდება ცნობილი, წყვილს 4-წლიანი სიყვარულის ისტორია აქვს.

22 წლის მოდელის, სალომე სალაყაიას ცხოვრება ახლა განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ბევრი არაფერია ცნობილი მისი განათლებისა და ოჯახის შესახებ, თუმცა ხშირად აზიარებს კადრებს რჩეულთან ერთად და ამასთანავე იგი მოდელი და ინფლუენსერია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შვილის ყოლა არის მშობლების სუფთა წყლის ეგოისტური აქტი...“ - რას წერს ლევან შელეგია

„ცნობიერების შეცვლაზე საუბარი, სულიერი პრაქტიკების გარეშე, უბრალოდ წყლის ნაყვაა...“ - რას წერს თამარ კვარაცხელია

🎥 „ჩვენ ყველაფერი გადაგვიკეთეს, ისტორიის ჩათვლით... დაიწყეს ადამიანების მასიური დაზომბირება, თავში ანგლოსიონისტური სამყარო უდგას“ - მალხაზ გველუკაშვილის ინტერვიუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე