ცნობილი რადიოლოგი გენრიეტა გაგოშიძე გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი აქვეყნებს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ახლობლები და მეგობრები მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო.
ერთ-ერთი ვინც სოციალურ ქსელში ექიმს გამოემშვიდობა ანასტასია ბენდუქიძე, რომელმაც მასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა.
„გამიმართლა, რომ ჩემი ორსულობა ჩავატარე Genrieta Gagoshidzeსთან... მის გარდა სხვა ექიმთან არ მივსულვარ. მალევე გავიგე, რომ გენრიეტა იყო არაჩვეულებრივი ექიმი - ეკრანზე იყო გაუგებარი თეთრი ლაქა და მითხრა რომ ბავშვი არის 4 თვისო, ყველაფერი კარგადაო და ტუჩის ნაპრალი (заячья губа) არ აქვსო.
ვერ წარმოვიდგენდი როგორ შეიძლება რომ გაიგოს აქვს თუ არა ამ ლაქს რამე ტუჩზე, და საერთოდ ტუჩი სად დაინახა..
აღმოჩნდა რომ 90-იანი წლებში გენრიეტა მუშაობდა ხარკოვის კლინიკური გენეტიკისა და პრენატალური დიაგნოსტიკის ცენტრში რადიოლოგად, სადაც დაინახა ალბათ ყველა ანომალია, რაც ორსულებში არსებობს, რადგან ეს იყო ერთ ერთი ყველაზე დიდი რეგიონალური ცენტრი უკრაინაში.
როცა გენრიეტა დაბრუნდა საქართველოში იყო პირველი რადიოლოგი, ვინც 2000-იანი წლების დასაწყისში ორსულობის მე-4 თვეში ექოსკოპიაზე ტუჩის ნაპრალი დაადგინა (წარმოიდგინეთ რა ექოსკოპიის აპარატი იყო მაგ დროს საქართველოში). ექიმმა, რომელსაც ორსულობა მიჰყავდა, გენრიეტას უთხრა რას ხედავთ მანდო, სისულელეს ნუ ამბობთო.
როდესაც ბავშვი მართლაც ტუჩის ნაპრალით დაიბადა, ექიმმა ბოდიში მოიხადა და ბროლის კურდღელი აჩუქა გენრიეტას ნიჭის პატივისცემის ნიშნად.
ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა თავისი დროის ნამდვილი გმირი, საოცარი ექიმი და უბრალოდ არაჩვეულებრივი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ გენრიეტა სულ მუშაობდა, მაინც ყოველთვის უთმობდა დროს თავის გადასარევ ოჯახს - დათოს, მარიამს და ლიზის.
ძალიან წუხს მთელი ჩვენი ოჯახი... ხსოვნა იყოს გენრიეტას“, - წერს ანასტასია ბენდუქიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇