Digest Logo

„ექიმს ასწავლიან ოპერაცია როგორ წარმართოს, პედაგოგს გაკვეთილი როგორ ჩაატაროს. რაღაცნაირი დროა, ყველაფერს ადევს ფასი, გარდა ადამიანის ღირსებისა“ - ირმა ინაშვილი

1669899498
ირმა ინაშვილი

„მეცნიერს უწუნებენ აღმოჩენას, სპორტსმენს - გატანილ გოლს, მხატვარს ლექციას უკითხავენ, ფუნჯი მარჯვნიდან მარცხნივ გაუსვას ტილოს, თუ პირიქით... ეს კიდევ ახალი ახალი ფენაა - ყველაფრის მცოდნე არაფრის მცოდნეები“ - ამის შესახებ პოლიტიკოსი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლების პასუხისმგებლობის ნაწილია ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობა.

„იმდენად დიდია აგრესია და ურთიერთმიუღებლობა საზოგადოებაში, რომ ყველა ყველას აგინებს, ლანძღავს, შეურაცხყოფას აყენებს, ემუქრება და ამასთანავე, ჭკუას ასწავლის. ექიმს ასწავლიან, ოპერაცია როგორ წარმართოს... პედაგოგს ასწავლიან, გაკვეთილი როგორ ჩაატაროს... მეცნიერს უწუნებენ აღმოჩენას, სპორტსმენს - გატანილ გოლს, მხატვარს ლექციას უკითხავენ, ფუნჯი მარჯვნიდან მარცხნივ გაუსვას ტილოს, თუ პირიქით... ეს კიდევ ახალი ახალი ფენაა - ყველაფრის მცოდნე არაფრის მცოდნეები.

რაღაცნაირი დროა, ყველაფერს ადევს ფასი, გარდა ადამიანის ღირსებისა. ვიღაცა ცუდ ხასიათზე გაიღვიძებს და ისეთ ლაფს დაასხამს კაცს, შეიძლება ამ უკანასკნელს გული გაუსკდეს. თუ ამას ტროლ-ბოტების ორგანიზებული შემოსევაც დაემატა, ამ კაცს სიკვდილი გარანტირებული აქვს. არავის არ პატიობენ ერთ პატარა შეცდომასაც კი. ყოველი ახალი დღე სოციალურ ქსელში ახალი მსხვერპლის შეჭმის დღეა. ეს მსხვერპლი დილის 10 საათზე რომელიმე ცნობილი ადამიანია, მეორე დილის 11 საათზე - მეწაღე, მეეზოვე, ექიმი, მძღოლი... მთავარია, ვინმეს სადმე ფეხი დაუცდეს, ზოგჯერ შეცდომის დაშვებაც არაა საჭირო... და მიდის ამ კაცის შეჭმა დილიდან მეორე დილამდე. მერე ფეისბუქკანიბალები ისვენებენ, ხანმოკლე პაუზაა და ახალ მსხვერპლს იგდებენ პირში.

ღირსების შელახვა და ლანძღვა სიტყვის თავისუფლების მონაპოვარიაო - ხშირად გვესმის. სიტყვის თავისუფლების პასუხისმგებლობის ნაწილია ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობა, განა ეს ხშირად გვესმის? სამწუხაროდ, არა“, - წერს ირმა ინაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ედუარდ სააკაშვილს აქებს ყველა. ოღონდ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მისი ნათქვამის, მისი შინაარსის გამო აქებს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

🎥 „მონატრებას იმით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს“ - ნიკო კვარაცხელიას დედა

🎥 გია სურამელაშვილს თაყვანისმცემლები მოსვენებას არ აძლევენ - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში