Digest Logo

„ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა…“ - რას წერს მასწავლებელი თბილისში მოკლულ ბიჭზე

1784793593
მოკლული ბიჭი

თბილისის ცენტრში, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაღუპულია 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი, რომელსაც მასწავლებელი სოციალურ ქსელში ემშვიდობება:

„ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო?! არ ვიცი რა დავწერო?! უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესით და აღზრდით, ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა, გადაიქცა ზეციურ არსებად!

სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1 აგვისტოს 18 წლის გახდებოდა….

22 ივლისის არასრულწლოვნებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი! დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბილესი, საამაყო ოჯახი!

უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი“, - წერს მაია კობახიძე. 

სამართალდამცველებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან ბოლოს არ გადადო საკეისრო კვეთა, რადგან ოქროს დაბადების დღეს ვერ მოვესწრებით-მეთქი“ - წყვილს 58 წლის ასაკში პირველი შვილი შეეძინა

ვინ იყო ახალგაზრდა, რომელიც თბილისში, ვერაზე მოკლეს - დეტალები

„ყაყაჩოს სინდრომი“: როცა ცნობადობას სხვისი გაუფასურებით იძენ - ფსიქოთერაპევტი თვითშეფასების კრიზისსა და ავტორიტეტზე თავდასხმის ეფექტზე