ფეისბუკ ჯგუფში „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფი“ მეგი შანავა ინგოროყვას კლინიკაში გადამხდარ ისტორიაზე წერს, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მისი თქმით, დედამ, რომელსაც ბავშვის მკურნალობაში გადასახდელი ფული არ ჰქონდა, შვილი ხელწერილით სახლში წაიყვანა.
„ვწევართ ინგოროყვას კლინიკაში (გლუკოზა აქვს ბავშვს დავარდნილი ელექტროლიტები დაბალი)
უფასო „ემერჯენსი“ ( გადაუდებელი მომსახურება) აღარ არსებობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი სოციალური გაქვთო.
ერთ-ერთ დედას ბავშვი ხელწერილით გაჰყავს, ვინაიდან არ აქვს თანხა, რათა ბავშვს ჩაუტარდეს გადასხმები, ინჰალაციები და სხვა საჭირო პროცედურები.
და ახლა, ამას რომ ვწერ ხელები მიკანკალებს, მეშინია ამ ქვეყანაში ცხოვრების, ბავშვები ყოველ კვირა ავად არიან და საჭირო მკურნალობასა კი ვერ ვუტარებთ, თანხის უქონლობის გამო.....
30 % თანაგადასახდელია ხალხნო“, - წერს მეგი შანავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ჩემი ელექსირი მაქვს, რა. სითხეს ვამზადებ და ვასმევ...“ - რას ჰყვება „მამულიჩა“ ლელა წურწუმიაზე
🔵„ტრიპლდემია დაიწყო, რაც გულისხმობს ერთდროულად სამი ვირუსის გააქტიურებას“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე