Digest Logo

„ჩემი ელექსირი მაქვს, რა. სითხეს ვამზადებ და ვასმევ...“ - რას ჰყვება „მამულიჩა“ ლელა წურწუმიაზე

1669275529
მამულიჩა

ცოტა ხნის წინ კახი მამულაშვილმა (მამულიჩამ) და ლელა წურწუმიამ რომაული არდადეგები მოიწყვეს. მოგზაურობიდან კარგად დასვენებულები, ემოციებითა და თავგადასავლებით დატვირთულები დაბრუნდნენ და საქმეს ჩვეული აქტიურობით შეუდგნენ. 

მამულიჩა: მოგზაურობიდან ძალიან მაგარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ კარგად დავისვენეთ. ძალიან ბევრი წელია, არ დამისვენია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ლელას დაბადების დღეზე მე, ლელა და მარიამი სამი დღით ვიყავით დუბაიში. ამჯერად ნამდვილი, სრულფასოვანი და ძალიან გემრიელი ექვსდღიანი დასვენება გვქონდა. ძალიან გვინდოდა, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე მოხვედრა. ძალიან მაგარია, როდესაც სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და ფეხბურთი იქნება თუ სპორტის სხვა სახეობა, ესწრები თამაშს, რომელშიც ქართველები იღებენ მონაწილეობას. ეს სულ სხვანაირად ალამაზებს მთელ შენს მოგზაურობას. თუ გაიმარჯვებენ, ეს ხომ, საერთოდ, გვირგვინია! (იცინის).

– ლელა მაინც ყველგან ლელაა...

– ჰოო, რაღაც მეგრული ვარიანტები ჩაატარა და შევიდა (იცინის). ბიძინამ მითხრა, მოიცა, არც შენ წახვიდე, რამეს მოვიფიქრებო. რამდენიმე წუთში პოლიცია მეძახის, შედიო – დიდხანს დგომა იქაც პრობლემაა. ლელა ტელეფონს მაწვდის, თურმე, ბიძინამ თავისი ბილეთი და პასპორტი მისცა ლელას და ლელაც მეუბნება, ამით შემოდიო. დავხედე ბიძინას სურათს და აშკარად მელოტია. მე თავზე თმა მაქვს, ესეც აშკარაა, რა ვქნა, ხომ არ გადავიპარსავ (იცინის). ვაიმე, რა ვქნა, აღარ ვიცი. ერთი ათი გასასვლელი მაინც იყო, ბოლო გასასვლელთან ვხედავ, პატარა ბუთქუჩა ბიჭი დგას. ვგრძნობ, რომ მაგრად შია და ერთი სული აქვს, როდის დაიწყება მატჩი, რომ წავიდეს. აქეთ უკვე „დამწვარი“ ვიყავი და იმას მივადექი. ტელეფონში სურათს შუბლზე დავადე თითი, რომ თმა არ გამოჩენილიყო და მივაწოდე. შედიო, მითხრა და ვაიმე, აღარ ვიცოდი, რა მექნა სიხარულით. შიგნით უკვე აღარ მოუთხოვიათ პირადობა, მარტო ბილეთით შემიშვეს. სხვათა შორის, სხვებს მერეც მოსთხოვეს (იცინის). მე მართლა ღმერთმა გადმომხედა და შევედი. მივედი და დავჯექი ნათიას მეგობრებთან. წარმოიდგინეთ, 60 000 რომაელი იჯდა სტადიონზე.

– დავუბრუნდეთ თქვენს რომაულ არდადეგებს. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ლელას ძალიან ლამაზი ფოტოები მოექცა ყურადღების ცენტრში. ლელა რომ თავს უვლის, გასაგებია, მაგრამ მამულიჩა რას აკეთებს იმისთვის, რომ ლელა ასე გამოიყურებოდეს?

– ჩემი ელექსირი მაქვს, რა. სითხეს ვამზადებ და ვასმევ (იცინის). არა, რეალურად, თავს უნდა მოუარო, სულ მოძრაობაში უნდა იყო, იაქტიურო, ეცადო, მოტივირებული იყო, შენი საქმე გიყვარდეს – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ტრიპლდემია დაიწყო, რაც გულისხმობს ერთდროულად სამი ვირუსის გააქტიურებას“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

🔵„ისევ მოვიმატე, არა იმდენი, რაც დავიკელი, მაგრამ მაინც. ცოტა არ იყოს, მომბეზრდა მუდმივ რეჟიმში ყოფნა“ - რას ჰყვება ბაჩო ქაჯაია

🔵„ეცადეთ ცოტა ილაპარაკოთ და მეტი საქმე აკეთოთ. ნუ იტრაბახებთ, განსაკუთრებით კი 28-30 ნოემბერს, რადგან...“ - ასტროლოგის გაფრთხილება

წყარო: tbiliselebi.ge