Digest Logo

„ერთად დგომით რა მაგარი ამბები შეგვიძლია დავატრიალოთ - როგორც ნუცას, ისევე ხვიჩას შემთხვევაში“ - გიორგი გაბუნია

1682404295
გიორგი გაბუნია

ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მორიგ წარმატებას მიაღწია და ის  AMERICAN IDOL-ის TOP 12 მონაწილეს შორის ჟიურის გადაწყვეტილებით მოხვდა. 

🔵 „ეს იყო ძალიან ძალიან ძლიერი, ემოციური, გამჭოლი და შთამბეჭდავი შესრულება, თუმცა…“ - რას წერს ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძეზე

ამერიკულ შოუში ნუცას მორიგ წარმატებას იუმორისტი - გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში ეხმიანება და ქართველი ერის ერთიანობის ძალაზე წერს.

„როგორი ერთიანობა ვიხილეთ ნუცას, ისევე როგორც ხვიჩას შემთხვევაში და როგორ მიხარია. ყველა შესაძლო ფოტოზე კომენტარზე, ამ პატარა ერმა, ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებულებმა, ვაჯობეთ დიდი ქვეყნების წარმომადგენლებს.

დასკვნა: ჩვენს სიტყვას, გაერთიანებას, კეთილი მიზნებისკენ სწრაფვას, როგორი დიდი ძალა ჰქონია 

ერთად დგომით, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და გულშემატკივრობს.

წარმოგიდგენიათ რა მაგარი ამბები შეგვიძლია დავატრიალოთ?  

მოკლედ, ვულოცავ ნუცას, ვულოცავ ყველა ქართველს ამ მაგარ წარმატებას გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!!!“,- წერს გაბუნია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნუცა ბუზალაძე AMERICAN IDOL-ის TOP 12 მონაწილეს შორის მოხვდა

🔵„ძალიან დიდი სირცხვილია არ გესმოდეს გამწარებული დედების ხმა “ - ხატია სიჭინავა

🔵„აქონდროპლაზიით დაავადებულმა ბავშვებმა და მათმა მშობლებმა გააკეთეს ყველაზე დიდი საქმე, რომელიც შეიძლებოდა გაეკეთებინათ“ - მერაბ მეტრეველი