Digest Logo

„თუ ამ ყველაფრისთვის მზად არ ხარ, ნუ დაიწყებ იმას, რასაც მომავალი არ აქვს“ - რას წერს გია მურღულია

1766388513
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ, ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს. 

მისი თქმით, პასუხისმგებლობა ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ კეთილგანწყობის უმაღლესი გამოხატულებაა:

„თუ რამის შეცვლას აპირებ, რაც სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესს ეხება, ჯერ დაფიქრდი და კარგად განსაჯე:

1. რა გინდა შეცვალო?

2. რატომ გინდა შეცვალო?

3. რით გინდა შეცვალო?

4. რასაც მიიღებ, რატომ იქნება უკეთესი იმაზე, რაც მანამდე იყო?

5. რამდენ ხანში გსურს შეცვალო?

6. როგორ მართავ ცვლილების პროცესს ისე, რომ სახიფათო საზოგადოებრივი რყევა არ გამოიწვიო?

7. როგორ შეარჩევ იმ ადამიანებს, რომლებიც ცვლილების პროცესს უხელმძღვანელებენ სხვადასხვა დონეზე?

8. მზად იქნები პროცესის მსვლელობის კორექციისთვის, თუ განხორციელებისას შეცდომას დაუშვებ?

9. რამდენად შეძლებ ცვლილების დანერგვის ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე საზოგადოებისთვის გულწრფელად და პრინციპულად შეაფასო მიმდინარე პროცესი?

10. მოახერხებ თუ არა შეცვალო ის ადამიანები, რომლებიც ცვლილების პროცესში. არაკომპეტენტურად თუ უპასუხისმგებლოდ ან უბრალოდ უშედეგოდ მოქმედებენ?

თუ ამ ყველაფრისთვის მზად არ ხარ, ნუ დაიწყებ იმას, რასაც, არასაკმარისი გააზრებისა თუ სუსტი ნების გამო, კარგი მომავალი არ აქვს - ან ცუდად დასრულდება, ანაც საერთოდ არ დასრულდება.

პასუხისმგებლობა ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ კეთილგანწყობის უმაღლესი გამოხატულებაა.

და თუ მზად ხარ, ნუ გადადებ დაწყებას, რადგან ცვლილების გარეშე არ არსებობს განვითარება, ხოლო განვითარების მიღმა კი - გონივრული და ბედნიერი სიცოცხლე.

P.S. პიროვნული ცხოვრების ცვლილებისთვის პირველი ხუთი პუნქტი საკმარისია“, - წერს გია მურღულია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიყვარულის პერიოდია... საუკეთესო დროა ქორწინებისთვის, ახალი პარტნიორული ურთიერთობისთვის“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„მზე სამი დღით თითქოს ჩერდება, ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდია არამხოლოდ სურვილების ჩასაფიქრებლად...“ - ხათუნა ნოელი ზამთრის მზებუდობაზე

„ახალი ერა იწყება... აიღეთ ერთი მონეტა და ცოცხალი მცენარის თესლი“ - რატომ არის 2026 წელი გადამწყვეტი მომდევნო 9 წლისთვის?