Digest Logo

„ერთადერთი რაც უნდა გაწუხებდეს – ეს არის სინდისი... შეიძლება ყველანაირი წესი დაარღვიო და მაინც მოგებული დარჩე“...– თათა გიორგობიანი

1673952008
თათა გიორგობიანი

მომღერალი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ სამყარო სავსეა სიურპრიზებით და შესაძლოა, წარმატება მაშინაც კი მივიდეს ვინმესთან, როდესაც ეს მას არ დაუმსახურებია.

„არ არსებობს გარანტირებული წარმატება ან წარუმატებლობის გარანტირებულად აცილების გზები. შენ ვერ გააკონტროლებ ამ სამყაროს. შეიძლება ყველანაირი წესი დაარღვიო და მაინც მოგებული დარჩე. ერთადერთი რაც უნდა გაწუხებდეს – ეს არის სინდისი. ნუ მოატყუებ შენს თავს. ისწავლე შენი თავის გაგება. გააცნობიერე შენი ჭეშმარიტი მოთხოვნილებები და გრძნობები. და იფიქრე- რა იქნება შენთვის უკეთესი… შენი „კარგი“ თითქმის ყოველთვის აღმოჩნდება ვიღაცის „ცუდი“ და პირიქით… მოხდება ისე, რომ დაიკავებ ვიღაცის ადგილს ინსტიტუტში ან სალარო აპარატთან. პაემანზე წახვალ ვიღაცის ყოფილ „დიდ სიყვარულთან“ და დაიკავებ ვიღაცის საყვარელ ადგილს კინოთეატრში. ნუ იგრუზები. შენი „კარგი„ ყოველთვის აღმოჩნდება ვიღაცის „ცუდი“… ასე რომ, ბარი-ბარში ხართ“, – წერს გიორგობიანი.