Digest Logo

„ერთადერთი წიწვოვანი მცენარეა, რომელიც შემოდგომაზე ჟღალი-წითელი ფერის ხდება...“ - სოფელი ლესიჭინე გიორგი ნიკოლავას ობიექტივში

1790864184
სოფელი ლესიჭინე

„საოცრად ლამაზია სამეგრელო, სოფელი ლესიჭინე.

ციმბირული ლარიქსი სოფელ ლესიჭინეში, სავარაუდოდ, გასაბჭოების პერიოდში შემოიტანეს.

ლარიქსის ხეივანი ლესიჭინეს ჩაის საბჭოთა მეურნეობის ქარსაცავი ზოლის ფუნქციას ასრულებდა.

გადმოცემით, ამ ქარსაცავის გაშენებაზე პასუხისმგებელი პირი გააციმბირეს (გადაასახლეს) ამ ხეების თითქოსდა განზრახ გახმობის გამო. არადა, ლარიქსი ერთადერთი წიწვოვანი მცენარეა, რომლის წიწვებიც შემოდგომაზე ჯერ ჟღალი-წითელი ფერის ხდება, მოგვიანებით კი სცვივა კიდეც. წყარო ( CENN )“, - წერს ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა. 

✕