Digest Logo

„ერთეულთა ინტერესია, რომ ეგოიზმმა გაიმარჯვოს...“ - რას წერს გია მურღულია

1758435944
გია მურღულია

პოეტური ჩანაფიქრით და ფილოსოფიური სიღრმით გამოირჩევა გია მურღულიას ახალი ჩანაწერი, რომელიც სოციალური ქსელში თავად გაავრცელა:

„ხმა უამრავი ისმის, აზრი - ცოტა.
როცა საქმე გონიერებას ეხება, რაოდენობა ხარისხში არ გადადის.
რაციონალურ და წარმატებულ ცხოვრებას ბევრი ჭკუის არითმეტიკული ჯამი კი არ ქმნის, არამედ - აზროვნების მაღალი კულტურა.
პრაქტიკა ადასტურებს, რომ აზრთა „თანაბრობა“ ფორმალურად შესაძლოა აღიარო, მაგრამ არსებითად ნაკლებად მართლდება - საბოლოოდ მაინც ის ფიქრი და ხედვა გამოიღებს კარგ შედეგს, რომელსაც მომავალში საქმედ ქცევის მეტი საფუძველი და არგუმენტი აქვს.
იმარჯვებს რაციონალური აზრი? - იმარჯვებს ადამიანი.
იმარჯვებს ადამიანი? - იმარჯვებს საზოგადოება.
იმარჯვებს საზოგადოება? - იმარჯვებს სახელმწიფო.
იმარჯვებს სახელმწიფო? - იმარჯვებს ერი.
ერთეულთა ინტერესია, რომ ეგოიზმმა გაიმარჯვოს.
ყველას ინტერესია, რომ გაიმარჯვოს გონიერმა პასუხისმგებლობამ.
P.S. გონიერება და პასუხისმგებლობა არ ყვირის“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ორი გოლი გოჩოლეიშვილის აქტიურობით - „ჰამბურგმა“ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ დაამარცხა

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე „თბილისობა 2025“-ზე