Digest Logo

„ერთი ადამიანის პირში მეტი ბაქტერია ცხოვრობს, ვიდრე ადამიანი დედამიწაზე... წარბების მთავარი ფუნქციაა თვალები დაიცვან შუბლიდან მომდინარე ოფლისგან“ - ლევან შელეგია

1763146532
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე რეკომენდაციებს უზიარებს.

მისი თქმით,  წარბების მთავარი ფუნქციაა თვალები დაიცვან შუბლიდან მომდინარე ოფლისგან:

„1. სექსი აღგზნების გარეშე არ არის პრინციპში სექსი.

2. ერთი ადამიანის პირში მეტი ბაქტერია ცხოვრობს, ვიდრე ადამიანი დედამიწაზე.

3. მთელი სხეულის ძვლების ნახევარზე მეტი ხელებში და ფეხებშია.

4. ჩვენი სხეული უფრო მეტ ბაქტერიას შეიცავს, ვიდრე ადამიანის უჯრედს.

5. ოფლი ოლფაქტორულად ნეიტრალურია, მხოლოდ კანის ბაქტერიები აძლევენ მას სპეციფიკურ სუნს.

6. აკნეს მედიკამენტი ბენზოილპეროქსიდი ზუსტად სუნის წარმომქმნელ ბაქტერიებს კლავს.

7. ყველაზე დიდი ორგანო კანია.

8. ყველაზე პატარა - ეპიფიზა (მელატონინის გამომყოფი ორგანო ტვინში).

9. სხეულის ყველაზე მაგარი ქსოვილი არის კბილის მინანქარი.

10. წარბების მთავარი ფუნქციაა თვალები დაიცვან შუბლიდან მომდინარე ოფლისგან.

11. ცემინებისას ვითარდება სიჩქარე 4,5 მეტრი წამში.

12. ეაკულაციისას - 500 მეტრი წამში.

13. პრეეაკულატი შეიძლება შეიცავდეს სპერმულ უჯრედებს წინა ეაკულაციიდან.

14. შესაბამისად შესაძლებელია პრეეაკულატით როგორც დაორსულება, ასევე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით დაინფიცირება, მათ შორის HIV.

15. ყოველთვის გამოიყენეთ კონდომი/პრეზერვატივი, თუ პარტნიორის და საკუთარი ჯანმრთელობის აქტუალური სტატუსი არ არის ტესტის გზით ცნობილი.

16. კლიტორი ორჯერ მეტ ნერვულ დაბოლოებებს შეიცავს, ვიდრე პენისი.

17. სხეულის გარეთ სპერმა ცოცხლობს რამდენიმე საათი, ქალის ცერვიკალურ გარემოში 5 დღემდე!

18. სექსის შემდეგ მოშარდვა გვიცავს საშარდე გზების ინფექციებისგან

19. ტვინს არ აქვს ნოციცეპტორები - ანუ ტკივილის შეგრძნება. თავი როცა გვტკივა, ეს მოდის მენინგებიდან - ტვინის გარსებიდან ან თავის/კისრის კუნთებიდან.

20. კიდურების ამპუტაციის შემდეგ ტვინი მაინც „ფიქრობს", რომ ის კიდური არსებობს. ამის უკიდურესი ფორმაა ფანტომური ტკივილი (phantom pain)

21. ძლიერი ესპრესოს პირველივე ყლუპზე გულის აჩქარება ყავასთან არ არის კავშირში. ყავის შეწოვას დრო უნდა!

22. უნიტაზზე ჯდომის პოზიცია არაბუნებრივია დეფეკაციისთვის და ხელსაც გვიშლის. ბევრად ბუნებრივია პოზიცია სოფლის უუნიტაზო ტუალეტებში.

23. ჩვენი ნერვული სისტემა ჯერ არ ჩამოსულა 21-ე საუკუნეში, ის ქვის ხანაში „ცხოვრობს", სადაც ადამიანმა ყველაზე მეტი დრო გაატარა.

24. უფრო და უფრო ნაკლები ბავშვები იბადებიან სიბრძნის კბილების გენებით, რადგან თანამედროვე კვება მათ აღარ ხდის საჭიროს ღეჭვის პროცესში

25. ბევრი საკეისრო დღეს უფრო მეტ საკეისროს შექმნის ხვალ (მენჯის დაპატარავება + ბავშვის თავების ზრდა)

26. ოპტიმიზმი ცხოვრებას ახანგრძლივებს!

27. ასევე სექსიც, როგორც სპორტული, ასევე ჰორმონალური თვალსაზრისით.

28. საკუთარ თავთან სექსიც სექსია. ჰოდა გული არ გაიტეხოთ, თუ არ გყავთ პარტნიორი და ნელ-ნელა სარკის წინ გადაინაცვლეთ  

29. ვინც ყველაფერს მძიმე სერიოზულობით აღიქვამს, შეიძლება პენისის ფსიქოზი ან ვაგინალური ალცჰაიმერი დაემართოს“, - წერს ლევან შელეგია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„არ გირჩევთ ამ პერიოდში საქმის ვალით დაწყებას...“ - როდის დგება წლის განმავლობაში ყველაზე იღბლიანი და უიღბლო პერიოდები

„შეყვარებულები არიან და ერთად ცხოვრობენო რომ გავიგე, მეგონა ქვეყანა დაიქცა... ახლა ეს უფრო სწორი მგონია“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

„არასდროს გეცოდინება რა არის გამბედაობა, სანამ შიშის ფსკერზე არ დაეცემი და იქიდან წამოდგომას არ გადაწყვეტ“ - რას წერს ვატო მსხილაძე