Digest Logo

„შეყვარებულები არიან და ერთად ცხოვრობენო რომ გავიგე, მეგონა ქვეყანა დაიქცა... ახლა ეს უფრო სწორი მგონია“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

1763143986
ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.

ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ძველ გამოცდილებებსა და ახლანდელ შეხედულებებს ერთმანეთს ადარებს:

„ოცი წლის წინ გერმანიიდან დაბრუნებული რომ ამბებს ვყვებოდი საარაკოდ, დღეს აგერ ჩვენ თვალწინ ხდება ზუსტად ისე, მგონი იმაზე მეტიც რაც მაშინ ასე გვაოცებდა, დღეს ჩვენთანაც ჩვეულებრივია.

მახსოვს როგორ გაკვირვებული ვყვებოდი რომ დაურეკავად ვერსად ვერ მიხვალ სტუმრად და წინასწარ თუ არ შეუთანხმდი ისე ვერავისთან წახვალ. როდის შეიარეთ ისე უბრალოდ ვინმესთან ბოლოს?

ვყვებოდი რომ მამის გასვენებას არ ესწრებოდა შვილი, საზღვარგარეთ იყო და ვერ ჩამოვიდა არ ეცალა. რამდენი ახლობელი გავაცილე ამ ბოლოს იმქვეყნად ისე რომ შვილები არ ყოფილან გასვენებაში, ზოგი იტალიაშია და ზოგი ამერიკაში ზის ტრაილერზე.

ვყვებოდი რომ არსებობს მდიდრების და ღარიბების მაღაზიები, რომ ღარიბი მდიდრის მაღაზიაში ვერ იყიდის ძვირია. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ..

ვყვებოდი მაშინ, სტუმრად რომ მიხვალ ჩაის ან ყავას შემოგთავაზებენ. ისეთი სადილი ჩემი ბებია რომ გვიშლიდა, მაშინ ჩვეულებრივად რომ ითვლებოდა დღეს ათასი ლარი ჯდება. მიდი და გაუშალე ყველა სტუმარს თუ ვაჟკაცი ხარ.

ესეც მაშინდელია, გასვენებაში არც თავზე ეხურათ არც ტიროდა ვინმე... აგერ მიიხედ-მოიხედე, ვინ ტირის, გლოვობს ან იხოკავს კოყებს? მაშინ მიკვირდა, ახლა ასე მირჩევნია.

შეყვარებულები არიან და ერთად ცხოვრობენო რომ გავიგე, მეგონა ქვეყანა დაიქცა.. ახლა ჩემს ირგვლივ ბევრი ახალგაზრდაა ასე და ეს უფრო სწორი მგონია..

გაოცებას არ ვიყავი რომ გავიგონე თანამშრომელს ვერ ვშოულობ, რამდენი ხანია ვეძებო. ახლა აგერ დღეა არ გავა ვინმემ არ მომწეროს ამის და ამის გამკეთებელს ვეძებ, ხომ არ იცი ვინმეო“, - წერს ზურა შევარდნაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„არასდროს გეცოდინება რა არის გამბედაობა, სანამ შიშის ფსკერზე არ დაეცემი და იქიდან წამოდგომას არ გადაწყვეტ“ - რას წერს ვატო მსხილაძე

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ბოლომდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი ელოდება

როგორ აორმაგებს სარკე ოჯახის სიმდიდრეს და კვირის რომელ დღეებშია ფული ყველაზე ადვილად საშოვნელი