Digest Logo

„ერთი სასწაული მინდა გაგიზიაროთ...“ - რას წერს გიორგი კალანდია

1776928791
 გიორგი კალანდია

ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, მათ მუზემში ინახება ამილახვრების სასახლის მკვიდრთა შესახებ დიდი საარქივო მასალა, რის ამსახველ უნიკალურ კადრებსა გვიზიარებს. 

„ერთი სასწაული რამე მინდა გაგიზიაროთ, ჩვენს მუზეუმში ინახება სოფელ ქვემო ჭალაში ამილახვრების სასახლის მკვიდრთა შესახებ დიდი საარქივო მასალა, ეს კოლექცია რამდენიმე წლის წინ ჩვენი მუზეუმის დიდმა მეგობარმა ნუცა (ნინო) ერისთავმა გადმოგვცა, მასალაში იყო ძველი ნეგატივებიც, რომლებიც დღეს დავასკანერეთ და ფოტოებად ვაქციეთ... და ჰოი საოცრებავ!

ფოტოებზე ერისთავებისა და ამილახვრების პორტრეტების გარდა გამოჩნდა ამილახვრების სასახლის მთავარი დარბაზის ინტერიერი!

აბა დამიხედეთ რა ძვირფასი მოხატულობაა: ანტიკური სცენები, უმაღლესი შესრულებით, ისეთივე მოხატულობა რომლის მსგავსიც არაერთ ევროპულ სასახლეში გვინახავს... რა დასანანია რომ ეს დიდებულება დრომ და კომუნისტების გულგრილობამ სამუდამოდ წარხოცა“, - წერს გიორგი კალანდია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „როცა ყოველ დღე ფეისბუქზე ამტკიცებ, რომ ყველაზე ბედნიერი ხარ, დიდია ალბათობა, რომ არ ხარ“ - ლევან შელეგიას რჩევები

⭕„მე და ბაჩომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები ვაჩუქეთ ერთმანეთს და ამ მოგონებებით ვიცხოვრებ მანამ, სანამ ისევ ბაჩომდე მივალ…“ - ავარიას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძის ემოციური მიმართვა

⭕„გააკეთეთ ერთი სიმბოლური ამაყი ნაბიჯი წინ“ - იუპიტერის რიტუალი, რომელიც ხუთშაბათს უნდა გააკეთოთ