24 ოქტომბერს სამტრედია-აბაშის გზაზე ტრაგედია დატრიალდა. ავარიას 19 წლის ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მისი მეუღლე 18 წლის ლიკა კუჭუხიძე, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა საავადმყოფოდან გაწერეს და რეაბილიტაციას სახლში გადის.
მან სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა:
„დავიღალე ისე, რომ გაღვიძებაც მტკივა. ყველგან ხმაურია, ჩემში–სიჩუმე. ვიღიმი, მაგრამ შიგნით არაფერი მრჩება. ყოველდღე საკუთარ თავს ვათრევ და არვინ ხედავს რამდენად მძიმედ.
უბრალოდ ერთი წამით მინდა აღარ მტკიოდეს, უბრალოდ მასთან ყოფნა მინდა“, - წერს ლიკა კუჭუხიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „უმშვენიერესი, საამაყო გოგო“ - პიანინოსთან ამღერებული ნინო ჩხეიძე
⭕„არაფერს ვფლობთ ამ ქვეყნად, საკუთარ თავსაც კი „ქირით“ ვატარებთ“ - ქეთევან ჯანდიერი
⭕„თქვენ როგორ ებრძვით პოსტსადღესასწაულო სიმძიმეს?“ - ნატა გაგუა „თეთრ ველუტეს“ რეცეპტს გვიზიარებს