27 ოქტომბერს ბიზნესმენისა და მუსიკალური პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს მუსიკოსი სალომე ბაკურაძე და მეუღლეს ემოციურად იხსენებს.
„არ ვიცი, რამ გამაძლებინა აქამდე უშენოდ.
ერთი წელია შენი ხმა აღარ გამიგონია, წახვედი და აღარ დამიბრუნდი…
მენატრები ძალიან ჩემო სუპერძალებიანო ლაშიკო, ისე მენატრები ადგილს ვერ ვპოულობ…
ვერც სიტყვებს … უბრალოდ შენი ჩახუტება მინდა“, - წერს სალომე ბაკურაძე.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 2025 წლის 27 ოქტომბერს, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. ლაშა ბასლანძის მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა, წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო უფროსი შვილი, ელენე მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით